პროდუქცია

კასრში დაძველებული საფერავი
სოფელ შილდაში, ჩვენს ვენახში, მოსავალს ვიღებთ სექტემბრის ბოლოს, ყურძნის მაქსიმალურ სიმწიფეში, ღვინო ტრადიციული კახური წესით იწურება და დუღდება ქვევრებში, აქვე გადის დაღვინების პროცესს, მარტის თვემდე, ადრეულ გაზაფხულზე კი, გადადის მცირე ზომის კასრებში, შემდგომი მომწიფებისათვის.ღვინოს გამოარჩევს მაყვილსა და კენკრის არომატი, რომელიც ალუბალთანაა კარგად შეზავებული. დიდებულია  ხორცთან, შემწვარ და მოშუშულ ნანადირევთან სანელებლებით. უგემრიელესია სხვადასხვა ნაირსახეობის ყველთან. სასიამოვნოა დაახლოებით 14-15 °C ჰაერთან საკმარისი კონტაქტის შემდეგ.დამზადებული და ჩამოსხმულია შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“-ს (ს/კ:406085418) მიერ. შილდა, ყვარელი, საქართველო.

წითელი მშრალი ღვინო
მზადდება კახეთში, სოფელ შილდაში, ჩვენს ვენახებში მოწეული საფერავის საუკეთესო ჯიშის ყურძნისაგან. ის მუქი ბროწეულისფერია, იისფერი ელფერით. ჯიშურ არომატში შეინიშნება მაყვლისა და შავი მოცხარის ტონები.მიირთვით მწვადთან, სხვადასხვა ხორცეულთან და ყველთან ერთად. სასიამოვნოა დაახლოებით 15-16 °C ჰაერთან საკმარისი კონტაქტის შემდეგ.დამზადებული და ჩამოსხმულია შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“-ს (ს/კ:406085418) მიერ. შილდა, ყვარელი, საქართველო.

კასრში დაძველებული რქაწითელი
კასრში დაძველებული თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება კახეთის რეგიონის, სოფელი შილდის ტერიტორიაზე,  ჩვენს ვენახებში გაშენებული საუკეთესო ჯიშის რქაწითელის ყურძნისაგან. ღვინო მკვეთრად ქარვისფერია.მიირთვით ცალკე, ასევე ფრინველისა და თევზის კერძებთან ერთად. სასიამოვნოა დაახლოებით 10-12 °C ჰაერთან საკმარისი კონტაქტის შემდეგ.დამზადებული და ჩამოსხმულია შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“-ს (ს/კ:406085418) მიერ. შილდა, ყვარელი, საქართველო.

რქაწითელი, მშრალი:
თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება კახეთის რეგიონის, სოფელი შილდის ტერიტორიაზე,  ჩვენს ვენახებში გაშენებული საუკეთესო ჯიშის რქაწითელის ყურძნისაგან. ღვინო მკვეთრად ქარვისფერია.
მიირთვით ცალკე, ასევე ფრინველისა და თევზის კერძებთან ერთად. სასიამოვნოა დაახლოებით 10-12 °C ჰაერთან საკმარისი კონტაქტის შემდეგ.
დამზადებული და ჩამოსხმულია შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“-ს (ს/კ:406085418) მიერ. შილდა, ყვარელი, საქართველო.

მწვანე
იწარმოება კახეთში, სოფელ შილდის ტერიტორიაზე, ჩვენს ვენახში მოწეული საუკეთესო ჯიშის მწვანეს ყუძნისაგან. ღვინო მოყვითალო ჩალისფერია. არომატში გამოირჩევა ტროპიკული ხილის გემო.მიირთვით სალათებთან, თევზისა და ფრინველის კერძებთან. სასიამოვნოა დაახლოებით 10-12 °C ჰაერთან საკმარისი კონტაქტის შემდეგ. დამზადებული და ჩამოსხმულია შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“-ს (ს/კ:406085418) მიერ. შილდა, ყვარელი, საქართველო.