შ.პ.ს. „შალოშვილის მარანი“ (ს/კ:406085418) დაფუძნებულია 2013 წლის თებერვლაში, ამის შემდეგ აქტიურად დავიწყეთ საწარმოს მშენებლობა და მისი უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღჭურვა. დღეისათვის საწარმო სრულად არის დაკომპლექტებული თანამედროვე ტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ, რომლის უდიდესი ნაწილი ჩვენს ვენახში მოწეული, საუკეთესო ჯიშის საფერავის (ვენახი გაშენებულია ქინძმარაულის ზონაში), რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს დაფუძნებამდე ჩვენი ოჯახი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავდა და თაობიდან თაობას გადასცემდა ქართული ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ტრადიციას, რასაც მოწმობს ისიც, რომ კომპანიის დამფუძნებლის, ალექსი შალოშვილის მიერ წარმოებულმა ღვინომ ოჯახში დამზადებულ ღვინის ფესტივალში ორჯერ მოიპოვა მედალი, 2009 წელს - ოქროს მედალი საუკეთესო აღმოსავლური ღვინის თეთრი ნომინაციაში და 2012 წელს - ბრინჯაოს მედალი საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინის ნომინაციაში.
ჩვენს ძირითად მიზანს წარმოების განვითარებასთან ერთად სტუმრებისათვის ქართული კულტურის გაცნობაც წარმოადგენს, რის ერთ-ერთ საშუალებასაც, ვფიქრობთ, სწორედ ღვინის ტურიზმის განვითარებაა. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სტუმრებისათვის სრული ტურისტული პაკეტის შეთავაზება, რისთვისაც საწარმოს მახლობლად, კახურ ვენახში აშენდა მცირე ზომის სასტუმრო. ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ სრულიად კომფორტულ, მშვიდ გარემოს; მათ შეეძლებათ, დატკბნენ ულამაზესი ხედით ალაზნის ველზე, დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და, რაც მთავარია, ეზიარონ ქართული ღვინის საიდომლოს.